Sunday, November 8, 2009

გეომეტრიული ფორმები ქართულ ხუროთმოძღვრებაში


მიზანი: გეომეტრიული ფიგურების-კონუსი, ცილინდრი, პრიზმა, პირამიდა, მართკუთხედი კვადრატი და ასე შემდეგ გაცნობა. ამ ფიგურების თვისებები და რაოდენობრივი მახასიათებლების განხილვა. პრაკტიკაში მათი გამოყენება და გარკვევა თუ რომელი გეომეტრიული ფიგურა გამოიყენება მათი მშენენბლობისას. რა დანიშნულება აქვს ამ ფიგურებს ქართულ ხუროთმოძღვრებაში.

პროექტის სრული აღწერა: გეომეტრიულ ფიგურებს დიდი გამოყენება აქვთ ქართული ხუროთმოძღვრების მშენებლობაში. მშენებლობაში იყენებენ როგორც პრტყელ ფიგურებს ასევე სივრცული ფიგურები. ხუროთმოძღვრებაში გეომეტრიულ ფიგურებს იმიტომ იყენებენ რომ, ისინი ტაძრების სილამაზეს ხელს უწყობენ, განსაკუტრებით სივრცულ ფიგურებს დიდი მნიშვნელობა აქვს ტაძრების გაფორმებაში, მაგალითად: გუმბათისთვის კონუსს იყენებენ და ტაძრის ყელისთვის ცილინდრს.

მოსწავლეთა ასაკი: XII კლასი

ვადები\ხანგრძლივობა: ერთი თვე

პროეკტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს, შეაგროვებენ სურათებს და ჩაერთობიან აქტიურ მუშაობაში. ისინი შექმნიან ნახაზებს და ბლოგებს.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას: მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ მონაცემების შეგროვება, კვლევა და ძიება. მასალის კომპიუტერული დამუშავება. თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევები.

სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეები შეძლებენ გაზომვებთან, გამოთვლებთან დაკავშირებული ამოცანების გადაჭრას, დაეხმარებიან სხვებს მსგავსი საკითხების გადაწყვეტაში.

სამუშაო ენა: ქართული.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმებთან კავშირი: მათემატიკა, ხელოვნება, ინფორმატიკა,IST

პროექტის ფასილიტატორი: თამარ ქოზაშვილი.

ფასილიტატორის ელ.ფოსტა: t.kozashvili@gmail.com

ჩემი პორთფოლიო:

სივრცითი ფიგურები.